სალომე ზურაბიშვილი - რაც არ უნდა რუსთაველის ან საერთოდ, ქალაქის რემონტი გადაწყვიტონ, არაფერს შეცვლის - პროტესტი არ ჩერდება და ეს არის ნიშანი, რომ რეჟიმი ვერაფერს აღწევს, თუ არა იმის მტკიცებას, რომ ძალიან კორუმპირებული, უღირსი და რუსული რეჟიმია

რაც არ უნდა რუსთაველის რემონტი ან საერთოდ ქალაქის რემონტი გადაწყვიტონ, ეს არაფერს შეცვლის. ისინი, ვინც დღეს ციხეში არიან, არ ტყდებიან, ეს პროტესტი არ ჩერდება და ეს არის ნიშანი იმისა, რომ ეს რეჟიმი ვერაფერს აღწევს, თუ არა ყველასთვის იმის მტკიცებას, რომ არის ძალიან კორუმპირებული, ძალიან უღირსი და ძალიან რუსული რეჟიმი,- ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს" მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შაბათის მარშზე განუცხადა.

მისი თქმით, პროტესტი გეძელდება, ,,ქართულმა ოცნებამ" კი უკვე აღარ იცის, რა გააკეთოს და რა მოიგონოს.

,,ეს პროტესტი მაჩვენებელია იმისა, რომ ის გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ჩვენ არ დავიბრუნებთ ქვეყანას. ქვეყანა არის წართმეული, მიტაცებული. ეს პროტესტი არის ის ცოცხალი ძალა, რომელიც ამ ყველაფერს ეწინააღმდეგება. ამიტომაც გრძელდება და გაგრძელდება იქამდე, სადამდეც საჭიროა. რაც არ უნდა რუსთაველის რემონტი ან საერთოდ ქალაქის რემონტი გადაწყვიტონ, ეს არაფერს შეცვლის. ისინი, ვინც დღეს ციხეში არიან, არ ტყდებიან, ეს პროტესტი არ ჩერდება და ეს არის ნიშანი იმისა, რომ ეს რეჟიმი ვერაფერს აღწევს, თუ არა ყველასთვის იმის მტკიცებას, რომ არის ძალიან კორუმპირებული, ძალიან უღირსი და ძალიან რუსული რეჟიმი.

ყველაფერი არის ნიშანი იმისა, რომ აღარ იციან, რა გააკეთონ, რა რეპრესია მოიგონონ. არ აქვთ არანაირი რესურსი გარდა იმისა, რომ გვიჩვენონ, რამდენად კორუმპირებულები არიან და რამდენად არაფერს არ ჰგავს ეს რეჟიმი”,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად