მოსკოვის ცენტრში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 17 ადამიანი

მოსკოვის ცენტრში რესტორანში აფეთქება გაისმა, დაიღუპა 3 ადამიანი, 17 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია და ,,ტელეგრამ” არხები ავრცელებენ.

არსებული ინფორმაციით, აფეთქება მოსკოვის კუდრინის მოედანზე რესტორანში Balzi Rossi გაისმა, რომელიც კერძო ბანკეტისთვის იყო დახურული.

,,ტელეგრამ” არხების ცნობით, აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ 17 მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

ერთ-ერთი ,,ტელეგრამ” არხის ცნობით, რესტორანში რუსი გენერლის დაბადების დღის აღნიშვნა მიმდინარეობდა და რესტორნის მიმდებარედ ბევრი შავნომრიანი ავტომობილი იყო დაპარკინგებული. როგორც წესი, შავი ნომრები შეიარაღებული ძალებისა და სხვა ძალოვანი სტრუქტურების ავტომობილებისთვისაა განკუთვნილი. ამას გარდა, რესტორანთან ,,როსგვარდიის” ავტობუსიც იდგა. ,,ტელეგრამ” არხი აღნიშნავს, რომ ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის და დამატებით შემოწმებას საჭიროებს.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად