დონალდ ტრამპი - ირანმა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებმა მოგვმართეს თხოვნით, თავი შევიკავოთ თავდასხმისგან - დავთანხმდი, რომ თავდასხმა გაუქმდეს, იმ პირობით, თუ სწრაფად შევძლებთ შეთანხმების მიღწევას

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მოსალოდნელი სამშვიდობო შეთანხმების ფონზე, ირანზე იერიშის მიტანისგან თავს შეიკავებენ.

„ამერიკის შეერთებული შტატები სრულ მზადყოფნაშია და მზად არის, ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ იმოქმედოს სამხედრო ძალის, სიმძლავრისა და შესაძლებლობების ისეთი მასშტაბით, როგორიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს. ამის მიუხედავად, ირანმა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებმა მოგვმართეს თხოვნით, შევიკავოთ თავი ნებისმიერი თავდასხმისგან, რადგან შეთანხმების ძირითადი პარამეტრები უკვე შეთანხმებულია“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ეს შეთანხმება მოიცავს ჰორმუზის სრუტის დაუყოვნებლივ, სრულ და უპირობო გახსნას, ასევე ირანისგან მომდინარე ბირთვული საფრთხის აღმოფხვრას.

„ამ თხოვნის საფუძველზე, მსოფლიოს მომავალი კეთილდღეობისა და, ამასთანავე, წარმატებული და აყვავებული ირანის გადარჩენის ინტერესებიდან გამომდინარე, დავთანხმდი, რომ თავდასხმა გაუქმდეს, იმ პირობით, თუ სწრაფად შევძლებთ შეთანხმების მიღწევას“, - განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, ისრაელი აშშ-ს ამ ვალდებულების შესრულებაში უერთდება.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად