რუსეთში, სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და ენგელსის აეროდრომზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

რუსეთის რამდენიმე რეგიონზე დრონებით შეტევა განხორციელდა, მათ შორის სარატოვში ადგილობრივ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე და ენგელსში - აეროდრომზე, - ინფორმაციას უკრაინული მედია „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ორ ადგილას გაჩნდა.

სარატოვის ოლქის გუბერნატორმა დრონებით თავდასხმის ფაქტი დაადასტურა და განაცხადა, რომ სარატოვსა და ენგელსში სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა.

უკრაინული მედია წერს, რომ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთში ერთ-ერთი უძველესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა. 2023 წლის მონაცემებით, მისი ნავთობგადამუშავების სიმძლავრე 4.8 მილიონი ტონა იყო.

აფეთქებების ხმა ასევე ისმოდა სამხედრო აეროდრომ „ენგელს-2“-ის მახლობლად.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა