პრემიერი - უცხოური აგენტურის მიზანია, ეროვნული იდენტობის შერყევა, უნდა დავუპირისპირდეთ ამ ყველაფერს, თუმცა კანონის ჩარჩოებში, მათ შორის კანონმდებლობის მოწესრიგებით, რაზეც აქტიურად უნდა ვიმსჯელოთ

რაც ჩვენი საზოგადო მოღვაწეების, ისტორიული ფიგურების შეურაცხყოფას, მათ შორის, დიდი მეფეების და წმინდანების შეურაცხყოფას უკავშირდება, ეს ცალკეული ადამიანის ინიციატივები არ არის - მიზანია ჩვენი ეროვნული იდენტობის შერყევა, რასაც ყველანაირად უნდა დავუპირისპირდეთ, თუმცა ეს უნდა მოხდეს კანონის ჩარჩოებში, მათ შორის კანონმდებლობის მოწესრიგებით და ამაზე ჩვენ აქტიურად უნდა ვიმსჯელოთ, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, როგორ შეაფასებდა საინიციატივო ჯგუფების დაარსებას, რომელიც სიწმინდეების დასაცავად შეიქმნა.

კობახიძის თქმით, როგორც სიძულვილის მიმართ არის დაპირისპირება საჭირო, ისეთივე საჭიროა დაპირისპირება იმ ყველაფრის მიმართ, რაც საქართველოში გარე დაკვეთით ორგანიზებულად ხორციელდება.

„მე შემიძლია გითხრათ, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ ამასთან დაკავშირებით. ეს არ არის ცალკეული ადამიანების ინიციატივები, რაც უკავშირდება ჩვენი საზოგადო მოღვაწეების, ისტორიული ფიგურების შეურაცხყოფას, მათ შორის, დიდი მეფეების და წმინდანების შეურაცხყოფას. ესეც არის გარე დაკვეთა. ჩვენ რომ ვსაუბრობთ გარედან თავსმოხვეულ სიძულვილზე, ესეც არის ამის გაგრძელება. ამ ძალების მიზანია, რომ საქართველოში არ არსებობდეს არაფერი წმინდა, ქვეყანას არ ჰქონდეს იდენტობის საყრდენი. ისტორიული, საზოგადო მოღვაწეები არიან ნებისმიერი ერის იდენტობის საყრდენი. სწორედ იმისათვის, რომ შეარყიონ ჩვენი ქვეყნის ეროვნული იდენტობა, ისინი თავს ესხმიან ჩვენს საზოგადო მოღვაწეებს, ისტორიულ ფიგურებს. ამას აკეთებდა ლევან ბერძენიშვილი და ახლა პატარა ლევან ბერძენიშვილები გამოჰყავთ და აკეთებენ განცხადებებს. ამასაც უნდა დავუპირისპირდეთ. ისევე, როგორც საჭიროა დაპირისპირება სიძულვილის მიმართ, საჭიროა ასევე დაპირისპირება იმ ყველაფრის მიმართ, რაც ორგანიზებულად ხორციელდება საქართველოში გარე დაკვეთით. ამას აკეთებს უცხოური აგენტურა. მათი მიზანია ჩვენი ეროვნული იდენტობის შერყევა, ჩვენ ყველანაირად უნდა დავუპირისპირდეთ ამ ყველაფერს, თუმცა ეს უნდა მოხდეს კანონის ჩარჩოებში, მათ შორის კანონმდებლობის მოწესრიგებით და ამაზე ჩვენ აქტიურად უნდა ვიმსჯელოთ “, - განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, 30 ივლისს ახალი საინიციატივო ჯგუფი დაფუძნდა, რომელიც ქართული იდენტობის, ეროვნულ ერთობისა და სამოქალაქო მშვიდობის დასაცავად შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნას ითხოვს. მისი წევრები მსახიობი გიორგი შანიძე, რეჟისორი გიორგი სიხარულიძე და ბათუმის თეატრის დირექტორი კოტე მჟავია არიან.

მანამდე კი, MMA-ის მებრძოლმა, გიორგი ქართველიშვილმა, თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა მოძრაობა, რომელიც მისი განმარტებით, „ქართული ღირებულებების, ფასეულობების და ტრადიციების დაცვის მიზნით შეიქმნა“.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ტოიოტა კავკასიამ სრულიად ახალი Toyota Hilux და ისტორიაში პირველი Land Cruiser 300 Hybrid წარადგინა
Buknari Resort - ერთი ჩასვლით შეყვარების ადგილი
ხელოვნური ინტელექტის ახალი ეპოქა: Samsung-მა 2026 წლის ტელევიზორების სრული ხაზი წარადგინა
კოლეჯი Skillwill  ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში სამი პროფესიული პროგრამით იქნება წარმოდგენილი
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“
თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის დრო 4 საათამდე შემცირდა - დამატებულია ახალი რეისებიც