ვოლოდიმირ ზელენსკი - ვაგრძელებთ შორ მანძილზე მოქმედი „სანქციების“ გამოყენებას რუსული ობიექტების წინააღმდეგ - ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც დაიწყო

ვაგრძელებთ შორ მანძილზე მოქმედი „სანქციების“ გამოყენებას რუსული ობიექტების წინააღმდეგ, რომლებიც საომარ ძალისხმევას ემსახურებიან და აგრესიას აფინანსებენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი ინფორმაციით, წუხელ რუსეთის ქალაქ სარატოვში, ფრონტის ხაზიდან 600 კილომეტრზე მეტ მანძილზე, ორ სტრატეგიული ობიექტს დაარტყეს: სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და ენგელსის სამხედრო საჰაერო ბაზას.

„კალუგის რეგიონში დარტყმა განხორციელდა ლუდინოვსკაიას ნავთობბაზის სატანკო პარკზე. ბრიანსკის რეგიონში ჩვენმა მეომრებმა ასევე განახორციელეს ზუსტი დარტყმა იმ ადგილას, რომელიც გამოიყენება დრონების შესანახად, მოსამზადებლად და გასაშვებად“, - აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, უკრაინა „ომს იქ აბრუნებს, საიდანაც დაიწყო“.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა