შსს-მ სოციალურ ქსელში არასრულწლოვანების მიმართ შეურაცხმყოფელი ტექსტების, ასევე, ფოტოშოპისა და მონტაჟის გამოყენებით რედაქტირებული ფოტო-ვიდეომასალის გავრცელების საქმეზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ სოციალურ ქსელში, ერთ-ერთი გვერდის მეშვეობით ვრცელდება სხვადასხვა პირის, მათ შორის არასრულწლოვანების მიმართ შეურაცხმყოფელი ტექსტები, ასევე, ფოტოშოპისა და მონტაჟის გამოყენებით რედაქტირებული ფოტო-ვიდეომასალა.

უწყების განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, ხოლო დანაშაულის ჩამდენი პირების დადგენისა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით, სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

„სოციალურ ქსელში, ერთ-ერთი გვერდის მეშვეობით ვრცელდება სხვადასხვა პირის, მათ შორის არასრულწლოვანების მიმართ შეურაცხმყოფელი ტექსტები, ასევე, ფოტოშოპისა და მონტაჟის გამოყენებით რედაქტირებული ფოტო-ვიდეომასალა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დაიწყეს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვა-ფლობას ან გავრცელებას გულისხმობს. დანაშაულის ჩამდენი პირების დადგენისა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით, სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ“, - აღნიშნულია შსს-ის განცხადებაში.

ცნობისთვის, მანამდე გავრცელა ინფორმაცია, რომ სოციალურ ქსელში უცნობი მომხმარებელი არასრულწლოვანების და მათი მშობლების ღირსების შემლახავი შინაარსის დამონტაჟებულ ფოტო და ვიდეო მასალას ავრცელებს. ის 10 000 ლარს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამ ადამიანს სიცოცხლის მოსპობით ემუქრება.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა