ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა საუდის არაბეთისა და პაკისტანის ოფიციალურ პირებთან სატელეფონო საუბრები გამართა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ „მაღალი დონის სატელეფონო საუბრების სერია“ გამართა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პრინც ფაისალ ბინ ფარან ალ-საუდთან და პაკისტანის არმიის სარდალთან, ასიმ მუნირთან, - ინფორმაციას CNN-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ეს არაღჩის დიპლომატიური სატელეფონო ზარების მეორე რაუნდი იყო 24 საათის განმავლობაში. მხარეებმა განიხილეს არსებული სიტუაცია და რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დამყარება.

ამასთან, არაღჩიმ შაბათსაც გამართა სატელეფონო საუბრები თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანთან და პაკისტანის არმიის სარდალ ასიმ მუნირთან. ამ საუბრების დროს მან განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მხრიდან ნებისმიერი „ავანტიურისტული ქმედების“ შემთხვევაში ირანი საპასუხო ზომებს მიიღებს.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა