კავკასიის რეგიონში პირველი აუთლეტ ვილიჯი თბილისთან ახლოს, E60 ავტომაგისტრალზე, 2025 წლის სექტემბერში გაიხსნა. ამ სივრცეში ბრენდების არჩევანი ნელ-ნელა ფართოვდება და მათ შორის უკვე არის ისეთი ცნობილი მაღაზიები, როგორებიცაა Guess, Tommy Hilfiger, Bimba y Lola და DKNY.
ამერიკული Guess, წლებია, გამორჩეული დიზაინის ჯინსებითა და დახვეწილი ჩანთებით იზიდავს მომხმარებელს. ახალ სივრცეში მოსულ სტუმრებს როგორც ქალის, ისე მამაკაცის სრული კოლექცია დახვდებათ.
Tommy Hilfiger კლასიკური ამერიკული სტილის ნამდვილი სიმბოლოა. შესაბამისად, ამ მაღაზიაში ვიზიტორები ყოველდღიური სამოსისა და ფეხსაცმლის ძალიან დიდ არჩევანს აღმოაჩენენ.
ნიუ-იორკული DKNY ე.წ. ურბანული სტილის კოლექციებს ქმნის. აუთლეტ მაღაზიაში კომფორტული სამოსი და აქსესუარებია წარმოდგენილი.
ესპანური Bimba y Lola, ხარისხთან ერთად, სიფერადითა და გამორჩეული აქსესუარებით იქცევს ყურადღებას. ბრენდი ქართულ ბაზარზე პირველად „თბილისი აუთლეტ ვილიჯში“ გამოჩნდა და ქვეყანაში სხვა ფილიალი არ აქვს.
ახალ სივრცეში ოთხივე ბრენდის პროდუქციაზე მუდმივი ფასდაკლება მოქმედებს. ქალაქის ცენტრში მდებარე მაღაზიებთან შედარებით, აქ ნივთები მინიმუმ 30%-ით იაფია, სეზონური აქციების დროს კი ფასი კიდევ უფრო იკლებს. ვინაიდან თაროებზე გასული სეზონის კოლექციები და სპეციალური აუთლეტ ხაზებია განთავსებული, მომხმარებელი სასურველ სამოსს ბევრად ხელსაყრელ ფასად ყიდულობს, ხარისხი კი უცვლელია.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ბრენდებისა, ვილიჯის ტერიტორიაზე უკვე 40-ზე მეტი მაღაზიაა წარმოდგენილი, სამომავლოდ კი მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.
ბრენდების სრული ჩამონათვალის, მიმდინარე შეთავაზებებისა და სამუშაო საათების სანახავად, „თბილისი აუთლეტ ვილიჯის“ ოფიციალურ ვებგვერდს ესტუმრეთ.
(R)