Sol De Janeiro უკვე ოფიციალურად საქართველოშია! ბრენდის სრული ასორტიმენტი წარმოდგენილია ჯიპისის სააფთიაქო ქსელში, მთელი საქართველოს მასშტაბით.
ქუჩის ფეხბურთის, სამბას, კარნავალის, მზის, ოკეანისა და სიმღერასავით ჟღერადი ენის სამშობლოში, წლების წინ დაიბადა იდეა - შექმნილიყო რაღაც ისეთი , რაც ამ ქვეყნის ენერგიას მთელს მსოფლიოში გაგზავნიდა. ასე დაიბადა Sol De Janeiro – სახელიც ასეთი შეურჩიეს, ‘’იანვრის მზე’’ რომელიც ნაკლებად მზიან მხარეებსაც კი გაანათებდა. ბრენდმა ბრაზილიური პლიაჟის კულტურა, სხეულის სიყვარული და თავდაჯერებულობა ფერად შეფუთვებში მოაქცია, მას საოცარი არომატები დაუმატა და სილამაზის სამყაროს სათავეშიც მალევე აღმოჩნდა. ახლა Sol De Janeiro-ს მზით გამთბარი სამყარო უკვე ოფიციალურად საქართველოშია და ჯიპისის სააფთიაქო ქსელის თაროებზე დაბინავდა.
Sol De Janeiro-ს ფილოსოფია ერთი შეხედით მარტივ მაგრამ მნიშვნელოვან თეზისს ეფუძნება. სილამაზე არ არის მკაცრი წესები ან საზოგადოების მიერ დაწესებული სტანდარტები, სილამაზე ნებისმიერ ჩვენგანშია, ამიტომ მიიღეთ თქვენი თავი ნებისმიერ ასპექტში, შეიყვარეთ და იზრუნეთ მასზე. სწორედ ეს თავისუფლებაა მოთავსებული Sol De Janeiro-ს პროდუქტებში, რომლებიც ნებისმიერი ტიპის კანს განსაკუთრებულ ბზინვარებასა და ხავერდოვნებას სძენს.
თუ Sol De Janeiro- ს სამყაროში მოგზაურობას ახლა იწყებთ, პირველი გაჩერება მისი ლეგენდარული პროდუქტი Brazilian Bum Bum Cream-ია . ეს არის ტანის კრემი, რომელიც არა მხოლოდ თქვენი კანის ღრმა დატენიანებაზე, არამედ თქვენს ემოციებზეც ზრუნავს. მისი ფორმულა გამდიდრებულია ბრაზილიური ბუნებრივი პროდუქტებით და რა თქმა უნდა გამოირჩევა მომაჯადოვებელი სურნელით. ამ არომატის სახელი კი Cheirosa ’62 მისტია , რომელიც ერთი შეგრძნების შემდეგ, მეხსიერებაში სამუდამოდ რჩება.
თავის მოვლის ყოველდღიური კარნავალი Sol De Janeiro-სთან ერთად, აბაზანიდან იწყება და დღესასწაული მთელ დღეს გრძელდება. დაიწყეთ დილა Brazilian Play შხაპის კრემ-გელითა და ტანის გამწმენდი დასაბანი გელით Bom Dia Bright, რომელიც სხეულს აბრეშუმისებრ სირბილეს მიანიჭებენ. იდეალურად გლუვი სხეულისთვის კი გამოიყენეთ გამამკვრივებელი სკრაბები Bum Bum და Bom Dia. განსაკუთრებული მზრუნველობისთვის ბრენდი გვთავაზობს Beija Flor ტანის კრემს, ინტენსიურ კარაქს Delicia Drench და მსუბუქ ლოსიონს Body Badalada. საბოლოო შტრიხი კი რა თქმა უნდა, სხეულისა და თმის მისტებია, რომლებიც თქვენი მთელი დღის თანამგზავრები გახდებიან.

Sol De Janeiro-ს ოფიციალური წარმომადგენელი ჩვენს ქვეყანაში Venora Maison-ა, რომლის პორტფოლიო აერიანებს L’Occitane Group- ის ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა L’Occitane en provence, Erborian, Melvita, Elemis და უზრუნველყოფს მათ განვითარებას რეგიონში. ასე რომ, დღეიდან ბრაზილიური ზაფხული ჩვენთანაც ხელმისაწვდომია. ბრენდის თითოეული პროდუქტი, განსაკუთრებული მზრუნველობით იქმნება და აერთიანებს ისეთ მკვებავ და ბუნებრივ ინგრედიენტებს, როგორებიცაა კაკაის ზეთი (რეტინოლის ბუნებრივი ალტერნატივა), ვეგანური კოლაგენი და მურუმურუს კარაქი. ისინი სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ თქვენი სხეული ყოველდღე სიყვარულითა და პოზიტივით აავსოთ.
ბრაზილიური ზაფხული, მზის სითბოთი, ჯადოსნური არომატებითა და თავისუფლებით, უკვე ჯიპისის თაროებზე გელოდებათ.
(R)