გიორგი სიორიძე - შუქის ჩაქრობა სურთ დააბრალონ ბესელიას მიერ გალახულ ზარდიაშვილს, რომელიც თურმე, აღმოჩნდა, რომ მდინარაძის კადრი ყოფილა

ახლა შუქის ჩაქრობა სურთ დააბრალონ ბესელიას მიერ გალახულ ზარდიაშვილს, რომელიც თურმე, აღმოჩნდა, რომ მდინარაძის კადრი ყოფილა, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ვანო ზარდიაშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემიდან გაათავისუფლეს.

„ქვეყანაში გაითიშა ელექტროენერგია, იყო სრული კოლაფსი, რაც 90-იანი წლებიდან გვახსოვს. ახლა შუქის ჩაქრობა სურთ დააბრალონ ბესელიას მიერ გალახულ ზარდიაშვილს, რომელიც თურმე, აღმოჩნდა, რომ მდინარაძის კადრი ყოფილა, იმ მდინარაძის, რომელიც პარლამენტიდან სუს-ში გადაიყვანეს, უმცროსი ლეიტენანტობიდან უცებ გენერალ მაიორი გახადეს, ასევე სახლობანას ათამაშებს ირაკლი კობახიძე, ვიდრე ამის ძალა შესწევს. უნდათ, რომ საზოგადოებას აჩვენონ სანახაობა, რეალურად, ეს არის კლანური დაპირისპირებები, რეალურად, ეს არანაირ შემხებლობაში არ არის პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებასთან, კობახიძე ცდილობს ვიდრე შეუძლია, თავისი კადრი მდინარაძე აქეთ-იქით ატაროს, მაგრამ როცა მას აღარ შესწევს ამ საბნის დახურვა, ამას ეწირებიან ცალკეული კადრები, როგორც ეს ზარდიაშვილის შემთხვევაში მოხდა. ამ ქვეყანაში გამეფებულია არაკომპეტენტურობა, უპასუხისმგებლობა და ქვეყანაში კატასტროფები ხდება, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა“, - განაცხადა სიორიძემ.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის დრო 4 საათამდე შემცირდა - დამატებულია ახალი რეისებიც