ლევან სამუშია - შოვის უმძიმესი ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა, ხოლო პასუხები კითხვებზე, თუ რა მოხდა, ობიექტური შეფასება ჯერჯერობით არ არსებობს

„ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან სამუშიას განცხადებით, შოვში მომხდარი ტრაგედიიდან სამი წელია გასული, თუმცა მომხდარზე ობიექტური შეფასება არ არსებობს. სამუშია არ გამორიცხავს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება განზრახ არასწორი მიმართულებით წარიმართა.

„შოვის უმძიმესი ტრაგედიიდან გავიდა სამი წელი, ხოლო პასუხები კითხვებზე, თუ რა მოხდა, ობიექტური შეფასება ჯერჯერობით არ არსებობს. „ლელო-ძლიერი საქართველო“ იმთავითვე ითხოვდა გამოძიების დაწყებას სავარაუდო, შესაძლო სამოხელეო დანაშაულებთან დაკავშირებით. მოქალაქეებს ემახსოვრებათ, რომ „ქართული ოცნების“ თანამდებობის პირები მეორე დღიდან საუბრობდნენ, რომ იქ სამოხელეო დანაშაულებს ადგილი არ ჰქონდა და წარმოდგენილები იყვნენ, როგორც თითქოს ექსპერტები და აკეთებდნენ ექსპერტულ შეფასებებს, რაც მიმნიშნებელი იყო გამოძიების სავარაუდო მიმართულებაზე და ასეც მოხდა, გამოძიება დაიწყო არა სამოხელო დანაშაული მიმართულებით, არამედ უსაფრთხოების წესების დარღვევით და ა.შ. სავარაუდოა, რომ განზრახ არასწორ კალაპოტში წარიმართა გამოძიება“, - განაცხადა ლევან სამუშიამ.

შოვის ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა. 2023 წლის 3 აგვისტოს ჩამოწოლილ მეწყერს 33 ადამიანი ემსხვერპლა. ერთი არასრულწლოვანის ცხედარი ამ დრომდე ვერ იპოვეს.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა