ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერი - აშშ-სთან მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ესმაილ ბაღაის განცხადებით, თეირანი ამჟამად აშშ-სთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს, - ინფორმაციას Al-Jazeera ავრცელებს.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის თქმით, ირანი ომანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ჰორმუზის სრუტეზე უსაფრთხო, დროებითი მარშრუტის უზრუნველსაყოფად.

მისი მტკიცებით, მარშრუტზე ომანთან შეთანხმების მიღწევა სრუტის ხელახლა გახსნისთვის აუცილებელი პირობაა, თუმცა საკმარისი არ არის და საჭიროა აშშ-სა და ისრაელის „სამხედრო აგრესიის“ დასრულება.

„ჰორმუზის სრუტე არ არის დაკეტილი ირანსა და ომანს შორის აზრთა სხვადასხვაობის გამო. ჰორმუზის სრუტე პრობლემების წინაშე დგას აშშ-სა და სიონისტური რეჟიმის სამხედრო აგრესიის გამო“, - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა