ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში

„ვისოლი“ ციფრული სერვისების განვითარებას განაგრძობს და ერთგულ მომხმარებლებს აპლიკაციაში ახალ ფუნქციონალს – ავტო სივრცეს სთავაზობს, რომელიც მძღოლებს ავტომობილთან დაკავშირებული სერვისების ერთ სივრცეში მიღების შესაძლებლობას აძლევს.

„ავტო სივრცეში“ მძღოლები შეძლებენ ჯარიმების შესახებ ინფორმაციის მიღებას და მათ გადახდას, ჯარიმის ინციდენტის ვიდეო და ფოტო მასალის ნახვას, ტექ. დათვალიერების ვადების შემოწმებას და ავტომობილზე მორგებული ინდივიდუალური შეთავაზებების მიღებას.

„ავტო სივრცეში“ მომხმარებელს ერთდროულად რამდენიმე ავტომობილის დამატება შეუძლია. ავტომობილის დამატების შემდეგ მომხმარებელი ინფორმაციას ჯარიმების შესახებ მომენტალურად მიიღებს და გადასახდელი ჯარიმების შესახებ შემახსენებელი შეტყობინებიც მიუვა. უახლოეს პერიოდში „ავტო სივრცეში“ პარკირების ჯარიმების შესახებ ინფორმაციაც იქნება ხელმისაწვდომი.

„ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციის განვითარების მორიგი ეტაპია. აპლიკაცია, რომელიც მომხმარებლებს უკვე სთავაზობს საწვავზე მნიშვნელოვან ფასდაკლებებს, ქულების დაგროვებას, სპეციალურ შეთავაზებებსა და სხვა ციფრულ სერვისებს, ეტაპობრივად იქცევა მძღოლებისთვის სრულფასოვან ციფრულ პლატფორმად, სადაც თავმოყრილია ავტომობილის მძღოლისთვის საჭირო ყველა სერვისი.

„ვისოლის“ მარკეტინგის დირექტორის, ჯაბა ბოკუჩავას განცხადებით, ახალი ფუნქციონალი კომპანიის ციფრული განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია. „„ვისოლის“ აპლიკაციის განვითარების მთავარი მიზანია, მომხმარებლებს შევთავაზოთ არა მხოლოდ საწვავზე მნიშვნელოვანი ფასდაკლებები, არამედ ისეთი ციფრული სერვისები, რომლებიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებას გაამარტივებს. „ავტო სივრცე“ სწორედ ამ ხედვის ნაწილია – მძღოლს ერთ სივრცეში შეუძლია მიიღოს ავტომობილთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მართოს საჯარო სერვისები და დაზოგოს დრო.

ეს მხოლოდ დასაწყისია. მომავალში „ავტო სივრცეს“ კიდევ არაერთ ახალ ფუნქციას დავამატებთ და მომხმარებლებს ავტომობილის მოდელსა და მათ საჭიროებებზე მორგებულ პერსონალიზებულ შეთავაზებებს შევთავაზებთ. ჩვენი მიზანია, „ვისოლის“ აპლიკაცია გახდეს საქართველოში მძღოლებისთვის მთავარი ციფრული პლატფორმა, სადაც ისინი მიიღებენ ავტომობილთან დაკავშირებულ ყველა საჭირო სერვისსა და ყველაზე ღირებულ შეთავაზებებს.“ აცხადებს ჯაბა ბოკუჩავა.

დღეს „ვისოლის“ აპლიკაცია ერთგულ მომხმარებლებს სთავაზობს საქართველოში საწვავზე ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ლოიალობის პროგრამას, რომლის ფარგლებში ისინი ყოველდღიურად ზოგავენ საწვავის ხარჯს და სარგებლობენ ექსკლუზიური შეთავაზებებით. „ავტო სივრცის“ დამატებით, აპლიკაცია კიდევ უფრო ამყარებს პოზიციას, როგორც მძღოლებისთვის შექმნილი ერთიანი ციფრული ეკოსისტემა, რომელიც „ვისოლთან“ ერთად „კეთილი მგზავრობისთვის ყველ ასაჭირო პირობას ქმნის.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე