„დოიჩე ველემ“ ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა

გერმანიის საერთაშორისო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, „დოიჩე ველემ“ დღეს Instagram-ზე ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა, რომლის გაფართოებაც მოგვიანებით სხვა პლატფორმებზეც იგეგმება.

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება „დოიჩე ველეს“(DW) ქართული პროგრამის გვერდზე. ჩვენთან გაეცნობით მრავალფეროვან ამბებს საქართველოდან, ევროპასა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ასევე, მიიღებთ სანდო, ობიექტურ და დროულ ინფორმაციას აქტუალური თემების შესახებ“, - აღნიშნულია მაუწყებლის განცხადებაში.

აღნიშნული ინიციატივა „ევროპული საინფორმაციო ფარის ინიციატივის“ (European Information Shield Initiative) ნაწილია, რომელსაც DW და FMM ხელმძღვანელობენ. ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტი მიზნად ისახავს სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონებში დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის გაძლიერებასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლას. პროექტი თავდაპირველად 18-თვიანი ვადით ფინანსდება.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა