ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსტემ უმეროვი საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელად დანიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელად დანიშნა.

უკრაინული მედიის ცნობით, შესაბამისი ბრძანებულება პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამ თანამდებობაზე უმეროვი კოორდინაციას გაუწევს დრონებთან დაკავშირებით ახალი შეთანხმებების დადებას.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინას ამჟამად ასეთი შეთანხმებები ცხრა ქვეყანასთან აქვს და კიდევ 15-თან აწარმოებს მოლაპარაკებებს.

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უმეროვი გააგრძელებს დიპლომატიურ საკითხებზე, კერძოდ, შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების პროცესზე მუშაობას.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა