ირანში ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული ორი პირი სიკვდილით დასაჯეს

ირანის ხელისუფლებამ ორი მოქალაქე ჯაშუშობისა და ისრაელთან თანამშრომლობის ბრალდებით სიკვდილით დასაჯა, - ინფორმაციას Reuters-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ომიდ ბეჰზადი და პურია საფვატი ბრალდებულები იყვნენ გასული წლის ზაფხულის ომისა და მიმდინარე კონფლიქტის დროს ისრაელისთვის სამხედრო და უსაფრთხოების ობიექტების კოორდინატების, ასევე ფოტოებისა და სხვა ინფორმაციის გადაცემისთვის.

გასული წლის 12-დღიანი ომი ივნისის შუა რიცხვებში დაიწყო, როდესაც ისრაელმა საჰაერო სამხედრო ოპერაცია წამოიწყო, რომელსაც მოგვიანებით შეერთებული შტატებიც შეუერთდა. ომი აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდა.

მიმდინარე კონფლიქტი თებერვლის ბოლოს დაიწყო, მას შემდეგ, რაც რამდენიმე კვირის განმავლობაში ირანზე ზეწოლა მიმდინარეობდა მისი ბირთვული და ბალისტიკური სარაკეტო პროგრამებისა და იანვრის საპროტესტო აქციების მიმართ მისი პოლიტიკის გამო. ამის შემდეგ აშშ-მ და ისრაელმა სამხედრო დარტყმები განახორციელეს.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!