ირაკლი კობახიძე - „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ პოლიტიკური სისტემის ნაწილი არ უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით უბრალოდ ვერ განვითარდება

„კოლექტიური ნაცმოძრაობა“ პოლიტიკური სისტემის ნაწილი არ უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით უბრალოდ ვერ განვითარდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები შეაფასა. ირაკლი კობახიძის თქმით, „ასეთი პოლიტიკური ძალების ადგილი ჩვენს ჯანსაღ, დემოკრატიულ პოლიტიკურ სისტემაში ნამდვილად არ არის“.

„ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა. ეს არის პარტია, რომელიც ამ დასუსტებულ ოპოზიციაშიც კი მეორე ადგილზე გავიდა. მათ სამომავლოდ არავითარი შანსი არ აქვთ. არის შიდა დაპირისპირებები, რაც საბოლოოდ ოპოზიციის სისუსტის გამოვლინებაა. უკვე პარტიის შიგნითაც კი აქვთ დაპირისპირებები, ეს ყველაფერი მათ სისუსტეზე მიანიშნებს. მნიშვნელოვანია, ასე გაგრძელდეს პროცესები. ასეთი პოლიტიკური ძალების ადგილი ჩვენს ჯანსაღ, დემოკრატიულ პოლიტიკურ სისტემაში ნამდვილად არ არის. „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ პოლიტიკური სისტემის ნაწილი არ უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით უბრალოდ ვერ განვითარდება“,- განაცხადა კობახიძემ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა