სახალხო დამცველი შშმ პირთა დღის ცენტრში იმყოფებოდა

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი შშმ პირთა დღის ცენტრში იმყოფებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

როგორც აპარატის ინფორმაციაშია აღნიშნული, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სახალხო დამცველს ინფორმაცია მიაწოდა ცენტრის სერვისების ორგანიზებისა და მათი უზრუნველყოფის ფარგლებში არსებული გამოწვევების შესახებ.

„2026 წლის 31 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა თბილისში, ა(ა)იპ „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების“დღის ცენტრი მოინახულა.

სახალხო დამცველმა დაათვალიერა დღის ცენტრის ფიზიკური გარემო, გაესაუბრა ხელმძღვანელ და დასაქმებულ პირებს, შეხვდა ბენეფიციარებს.

ა(ა)იპ „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების“დღის ცენტრში ამჟამად 43 პირი იღებს მომსახურებას.

ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სახალხო დამცველს დღის ცენტრის მუშაობის სპეციფიკა, პროგრამა და მომხმარებელთათვის შეთავაზებული სერვისები გააცნო. ასევე მიაწოდა ინფორმაცია ცენტრის სერვისების ორგანიზებისა და მათი უზრუნველყოფის ფარგლებში არსებული გამოწვევების შესახებ.

საქართველოს სახალხო დამცველი განაგრძობს შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მიზნობრივი პროგრამების გაფართოებისა და ხარისხის გაუმჯობესებისთვის მუშაობას და პერიოდულად მსგავს მომსახურებებში არსებული მდგომარეობის ადგილზე გაცნობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის დრო 4 საათამდე შემცირდა - დამატებულია ახალი რეისებიც