„შემოსვლა მომგებიანია” - საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო

„საქართველოს ბანკი“ ინდმეწარმეების მხარდაჭერასა და წახალისებას განაგრძობს. ამ მიზნით, 1-ელი აგვისტოდან დაიწყო გათამაშება, რომელიც 31 დეკემბრის ჩათვლით, გაგრძელდება და იმდმეწარმის სტატუსის მქონე მომხმარებლებს 100 000-ლარიანი საპრიზო ფონდიდან ფულადი პრიზების მიღების შესაძლებლობას მისცემს.

კამპანიის მთავარი უპირატესობა მონაწილეობის მარტივი მექანიკაა - მომხმარებელს გათამაშებაში ჩასართავად ბიზნეს მობილბანკში ან ინტერნეტბანკში მხოლოდ ერთხელ შესვლა სჭირდება. გათამაშებაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ახალ, ისე არსებულ მომხმარებლებს, რომლებსაც 2026 წლის ივნისსა და ივლისში ბიზნეს მობილბანკში ან ინტერნეტბანკში ავტორიზაცია არ გაუვლიათ.

გათამაშება 4 შუალედურ და ერთ ფინალურ ეტაპად გაიმართება. ყოველ შუალედურ გათამაშებაზე სამი გამარჯვებული გამოვლინდება და საპრიზო ფონდი 12 500 ლარი იქნება: I ადგილი - 7 000 ლარი, II ადგილი - 3 000 ლარი, III ადგილი - 2 500 ლარი. ოთხი შუალედური გათამაშების ჯამური საპრიზო ფონდი 50 000 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება ფინალური გათამაშების საპრიზო ფონდს, გამარჯვებულები შემდეგ ფულად პრიზებს მიიღებენ: I ადგილი - 25 000 ლარი, II ადგილი - 15 000 ლარი, III ადგილი - 10 000 ლარი.

შუალედური გათამაშებები გაიმართება ყოველი მომდევნო თვის პირველ რიცხვში, 15:00 საათზე, ხოლო ფინალური გათამაშება - 2027 წლის 4 იანვარს, 15:00 საათზე.

აღსანიშნავია, რომ ინდმეწარმედ რეგისტრაცია საქართველოს ბანკის ფილიალებშია შესაძლებელი. ბანკი ინდმეწარმედ რეგისტრაციის საფასურს სრულად დააქეშბექებს, რეგისტრირებულ პირებს კი გათამაშებაში ჩართვაც შეეძლებათ.

დეტალური პირობების გასაცნობად და გათამაშებაში ჩასართავად, ეწვიეთ „საქართველოს ბანკის“ ბიზნეს მობილბანკს ან ინტერნეტბანკს.

(R)

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!