საბერძნეთში, ათენის ჩრდილო-დასავლეთით ტყის ხანძართან ბრძოლა გრძელდება

საბერძნეთში, ათენის ჩრდილო-დასავლეთით ტყის ხანძართან ბრძოლა გრძელდება, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

საბერძნეთის დედაქალაქის მახლობლად ტყის ხანძარს მეხანძრეები უკვე მეოთხე დღეა ებრძვიან.

ხანძრების შედეგად ათენიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარე ათასობით ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა განადგურდა.

ტყის ხანძართან ბრძოლაში 400-ზე მეტი მეხანძრე და 21 თვითმფრინავია ჩართული.

შეგახსენებთ, კვირას, ათენიდან დაახლოებით 65 კილომეტრში, ტყის ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში მონაწილეობისას ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ერთი ვერტმფრენის დანიელი პილოტი და ბერძენი სახანძრო სამსახურის ოფიცერი დაიღუპა, ხოლო მეორე ვერტმფრენის ეკიპაჟი გადარჩა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა