გიორგი ქობულია - საქართველოს ენერგოსისტემა არ არის მდგრადი და საით მიდის საქმე, ჯერჯერობით გაურკვეველია - რადგანაც ვხედავთ, რომ ერჩიან ხელმძღვანელობას, ე.ი. აქვთ მიზეზი

რატომ მოხდა ეს [დენის ორჯერ გათიშვა ქვეყნის მასშტაბით]? შესაძლოა იყო პრობლემები ხაზების რემონტთან დაკავშირებით, პროფილაქტიკური რემონტები არ ჩატარდება სათანადო დროს, სათანადო ზომის და მოცულობის , - ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

გიორგი ქობულიას თქმით, ჩვენი ენერგოსისტემა არ არის „მდგრადი და იდეალური“ და „საით მიდის საქმე ჯერჯერობით გაურკვეველია“.

„საქართველოს ენერგოსისტემა არის ძალიან პატარა ზომის, ამიტომაც არის არამდგრადი და იზოლაციაში ვერ მუშაობს. ამიტომაც სისტემატურად ჩართული ვართ რუსეთის, ან აზერბაიჯანის ენერგოსისტემაში. რუსეთში კავკასიონის მაღალვოლტიანი გადამცემი ხაზის საშუალებით ვერთვებით, ან აზერბაიჯანთან ვართ ჩართული, რომელიც თავის მხრივ რუსეთშია ჩართული. თუ ჩვენ რუსეთს ან აზერბაიჯანს ჩავეხსნებით, სიხშირეები ვარდება, ვარდება ძაბვა, გადატვირთვებს ვერ ვიტანთ და შეიძლება გამოიწვიოს გამორთვები, რაც ვნახეთ. მე როგორც ვნახე, ინფორმაცია, აზერბაიჯანის ხაზი რაღაცნაირად გაითიშა, რამაც გამოიწვია კასკადური გათიშვა.

რატომ მოხდა ეს? - ამაზე პასუხი ნამდვილად არ მაქვს, როგორც ვხედავთ, მგონი, სპეციალისტებიც ვერ გაერკვნენ, რაშია საქმე. შესაძლოა, იყო პრობლემები ხაზების რემონტთან დაკავშირებით, პროფილაქტიკური რემონტები სათანადო დროს, სათანადო ზომის და მოცულობის არ ჩატარებულა - ეს ვარაუდის საკითხია. ეს ძალიან ტექნიკური საკითხია და ვერ ვიმსჯელებთ რა იყო რეალური მიზეზი. პირველი ჩავარდნის დროს რუსეთში ვიყავით ჩართული და კავკასიონის ხაზი გაითიშა, რა იყო მიზეზი, ამაზე ვერ ვიმსჯელებთ, არც მე ვიცი და არც თქვენ იცით.

ის სამუშაოები, რომელიც უნდა ჩატარდეს, რათა შევინარჩუნოთ მდგრადობა, არ იყო სათანადოდ ჩატარებული დროში ან მოცულობაში, რა თქმა უნდა, ამაზე ხელმძღვანელობაა პასუხისმგებელი. იყო ასე თუ არა, ჩატარდა თუ არა, მე არ ვიცი, მაგრამ რადგანაც ვხედავთ, რომ ერჩიან ხელმძღვანელობას, ესე იგი აქვთ ამისთვის რაღაც მიზეზი.

ჩვენ დამოკიდებული ვართ რუსეთში და აზერბაიჯანში ჩვენი ენერგოსისტემის ჩართვაზე, რა თქმა უნდა, ეს არ არის სასიამოვნო ფაქტი, მაგრამ ეს ჩვენი ენერგოსისტემის ზომიდან და სტრუქტურიდან გამომდინარე გვაქვს და უახლოეს მომავალში ვერაფერს მოვუხერხებთ. სათანადოდ უნდა დავიცვათ ამ ორი ხაზის საიმედოობა და ამისთვის გაწერილია მთელი რიგი პროცედურები. ზოგჯერ ხდება ისეთი რამ, რომ რა პროცედურებიც არ უნდა შეასრულო, მაინც ხდება ტექნიკური ავარია“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა