აკაკი ბობოხიძე - ყველა ვლაპარაკობთ ერთობაზე, საქმე საქმეზე მიდგება და ძნელად მისაღწევია - ვინც ალიანსს დიდი დარტყმა მიაყენა, პირველ რიგში „ნაციონალური მოძრაობა“ იყო - ჯერ დალაგდნენ, მერე ალბათ, უფრო გაგვიადვილდება ყველას ერთად დალაგება

ყველა ვლაპარაკობთ ერთობაზე, ოღონდ როცა საქმე საქმეზე მიდგება, მერე ეს ერთობა ცოტა ძნელად მისაღწევია - თავის დროზე, ვინც ალიანსს ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა, პირველ რიგში „ნაციონალური მოძრაობა“ იყო , - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, აკაკი ბობოხიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის ბოლოდროინდელ განცხადებას, სადაც ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებული პრობლემების დაძლევა მხოლოდ საზოგადოების გაერთიანებით არის შესაძლებელი.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აკაკი ბობოხიძემ განაცხადა, რომ გაერთიანებისთვის კომპრომისებია საჭირო, მაგრამ სამწუხაროდ გაერთიანებაზე ვინც ლაპარაკობს, ყველა მის ირგვლივ გაერთიანებას გულისხმობს.

„სულისკვეთება ვერბალურად ყველას ერთნაირი გვაქვს, ყველა ვლაპარაკობთ ერთობაზე, ოღონდ როცა საქმე საქმეზე მიდგება, მერე ეს ერთობა ცოტა ძნელად მისაღწევია იმიტომ, რომ ერთობა ყველას წარმოუდგენია ისე, როგორც თავად ხედავს და არა ისე, რომ კომპრომისები ვაკეთოთ ერთმანეთის მიმართ. ძალიან მაკვირვებს ხოლმე პოლიტიკური ექსპერტების დამოკიდებულებაც. ჯერ ითხოვენ გაერთიანებას, მერე რომ გავერთიანდებით, კრიტიკას იწყებენ, რომ ამ გაერთიანებაში პარტიები ხართ, რომელთაც ერთმანეთი სძულთო. კი მაგრამ, როცა გაერთიანებას ითხოვ, წინასწარ ხომ იცი, რომ საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს ერთმანეთი სძულთ, განსხვავებული პოზიციები გვაქვს ? წინასწარ უნდა იყოს შეგუებული, რომ გაერთიანების შემთხვევაში გაერთიანებაში მოხვდება სხვადასხვა პოზიციების მქონე პარტია. გაერთიანებაც სწორედ ამიტომაა საჭირო, რომ სხვადასხვა პოზიციები გვაქვს. კომპრომისებია საჭირო, მაგრამ სამწუხაროდ გაერთიანებაზე ვინც ლაპარაკობს, ყველა თავის მხარეს გაერთიანებაზე ლაპარაკობს და და მის ირგვლივ გაერთიანებას გულისხმობს. ამ შემთხვევაში ბატონ ლევან არ ვგულისხმობ, მაგრამ თავის დროზე, ვინც ალიანსს ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა, პირველ რიგში „ნაციონალური მოძრაობა“ იყო”, - აცხადებს ბობოხიძე.

აკაკი ბობოხიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის,მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციის მიმართ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „აქედან მინდა ვუთხრა მას, ჯერ გაარკვიონ შიგნით. ჯერ გაარკვიონ შიგნით. ერთადერთ ყველაზე დიდი პოლიტიკური გაერთიანებაა და მანდ ასეთ მდგომარეობა არის ცუდი“.

„როცა გაერთიანებაში არის შენი პარტია,შენს პარტიას უნდა უთხრა, რა მიგაჩნია სწორად, შენმა პარტიამ უნდა დასვას ეს საკითხი. თუ შენი პარტიის ესა თუ ის პოზიცია არ გავა, ამის შემდეგ შეიძლება საჯაროდ გამოხვიდე, მაგრამ ჯერ შენს პარტიას საკითხი არ დაუსვია, უფრო მეტიც, ეთანხმება ოპოზიციის ალიანსში მიღებულ გადაწყვეტილებებს, თუ შენ განსხვავებულ აზრზე ხარ, მოდი ჯერ საკუთარ პარტიასთან გაარკვიე. აქედან მინდა ვუთხრა მას, ჯერ გაარკვიონ შიგნით. ერთადერთ ყველაზე დიდი პოლიტიკური გაერთიანებაა და მანდ ასეთ მდგომარეობა არის ცუდი. ჯერ დალაგდნენ, გაარკვიონ და მერე ალბათ უფრო გაგვიადვილდება ყველას ერთად დალაგება“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის დრო 4 საათამდე შემცირდა - დამატებულია ახალი რეისებიც