ოლგა სტეფანიშინა - აშშ-ში უკრაინის ელჩის თანამდებობიდან წასვლა ჩემი გადაწყვეტილებაა

აშშ-ში უკრაინის ელჩის თანამდებობიდან წასვლა ჩემი საკუთარი გადაწყვეტილება იყო, - ამის შესახებ აშშ-ში უკრაინის ყოფილმა ელჩმა, ოლგა სტეფანიშინამ Facebook-ზე დაწერა.

„ეს ჩემი საკუთარი გადაწყვეტილებაა, რომელიც განპირობებულია პირადი გარემოებებით, რომელთა შესახებაც ადრე უკვე ითქვა“, - დაწერა სტეფანიშინამ.

სტეფანიშინამ აღნიშნა, რომ მისი ელჩობისას აშშ-ში წარდგენილი გეგმის ძირითადი ნაწილი შესრულდა.

„ჩვენ ამერიკული იარაღის მოწოდება გავზარდეთ და მხარდაჭერა იმ პერიოდში შევინარჩუნეთ, როდესაც ვაშინგტონში პოლიტიკური ვითარება ჩვენს სასარგებლოდ არ იცვლებოდა. ეს მხარდაჭერა კანონებში გამყარდა, რომელიც ადმინისტრაციის ნებისმიერი ცვლილების შემდეგაც გაძლებს“, - აღნიშნა ოლგა სტეფანიშინამ.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოლგა სტეფანიშინას აშშ-ში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!