ირანის უზენაესი ლიდერის სამხედრო მრჩეველი - ჩვენ უკრაინაში სამ ლოკაციაზე იერიშისთვის მზად ვიყავით - ქვეყანამ ბოდიში მოიხადა და შეტევა გავაუქმეთ

ჩვენ უკრაინაში სამ ლოკაციაზე იერიშისთვის მზად ვიყავით, - ამის შესახებ ირანის უზენაესი ლიდერის მოჯთაბა ხამენეის სამხედრო მრჩეველმა, მოჰსენ რეზაიმ განაცხადა.

რეზაის განცხადებით, კასპიის ზღვაში უკრაინის მიერ ირანულ გემზე დარტმის საპასუხოდ თეირანი უკრაინის ტერიტორიაზე იერიშებისთვის მზად იყო.

„მაგრამ, ამის შემდეგ ქვეყანამ [უკრაინა] ბოდიში მოიხადა და ჩვენ შეტევა გავაუქმეთ“, - აღნიშნა ხამენეის მრჩეველმა.

ცნობისთვის, მანამდე The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის მიერ კასპიის ზღვაში ირანულ გემზე განხორციელებული დარტყმის საპასუხოდ, ირანი შავ ზღვაში მდებარე უკრაინის საზღვაო პორტზე თავდასხმის განხორციელების შესაძლებლობას განიხილავდა. გამოცემის ინფორმაციით, დაძაბულობის განმუხტვა უკრაინისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების, ანდრეი სიბიგასა და აბას არაღჩის საუბრის შემდეგ მოხერხდა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!