ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე ელჩი თანამდებობებიდან გაათავისუფლა და იუნესკოში უკრაინის ახალი წარმომადგენელი დანიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა დიპლომატიურ კორპუსში საკადრო ცვლილებების შესახებ განკარგულებების სერიას, რომლის თანახმადაც რამდენიმე ქვეყანაში უკრაინის ელჩები თანამდებობიდან გაათავისუფლა, ხოლო იუნესკოში უკრაინის ახალი მუდმივი წარმომადგენელი დანიშნა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

განკარგულებების თანახმად, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვადიმ ომელჩენკო გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციაში (იუნესკო) უკრაინის მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობიდან გაათავისუფლა, რომელსაც იგი საფრანგეთში უკრაინის ელჩის მოვალეობის პარალელურად იკავებდა. ზელენსკიმ იუნესკოში უკრაინის ახალ მუდმივ წარმომადგენლად ვიქტორია ლიალინა-ბოიკო დაინიშნა. მანამდე ის უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში სახალხო დიპლომატიისა და სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

გარდა ამისა, ზელენსკიმ ვასილ ხიმინეცი ავსტრიაში უკრაინის ელჩის თანამდებობიდან, ხოლო ვოლოდიმირ ხომანეცი ტუნისსა და ლიბიაში უკრაინის ელჩის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

პრეზიდენტმა ასევე გაათავისუფლა ტაჯიკეთში უკრაინის ელჩი ვალერი ევდოკიმოვი, ყირგიზეთში უკრაინის ელჩი ვალერი ჟოვტენკო და სინგაპურსა და ბრუნეი დარუსალამში უკრაინის ელჩი კატერინა ზელენკო.

გამოქვეყნებული განკარგულებების ტექსტში არ არის მითითებული საკადრო ცვლილებების მიზეზები. ასევე, არ გავრცელებულა ინფორმაცია ამ ქვეყნებში უკრაინის დიპლომატიური მისიების ახალი ხელმძღვანელების დანიშვნის შესახებ.

შეგახსენებთ, 3 აგვისტოს ზელენსკიმ ოლგა სტეფანიშინა ამერიკის შეერთებულ შტატებში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის დრო 4 საათამდე შემცირდა - დამატებულია ახალი რეისებიც