გუბერნატორი - მოსკოვის ოლქში დრონებით თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

მოსკოვის ოლქში დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმა განაცხადა.

„დღეს დილით, მოსკოვის ოლქში საჰაერო თავდაცვის ძალებმა დრონით თავდასხმა მოიგერიეს. ნოვოსიოლსკის სამრეწველო ზონაში დრონით თავდასხმის შედეგად რამდენიმე ხანძარი გაჩნდა. ყველაზე დიდი საწყობში იყო. წინასწარი ინფორმაციით, ხუთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა“, - დაწერა გუბერნატორმა Telegram-ზე.

მისი თქმით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა ელექტროქვესადგური და ადმინისტრაციული შენობა. ამასთან, დრონის ნამსხვრევებმა სოფელ სოლნიშკოვოში კერძო სახლი და ავტომობილიც დააზიანა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!