დანია სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადას ახანგრძლივებს და წვევამდელთა რაოდენობას ზრდის

600-მდე დანიელმა წვევამდელმა ახალი, გახანგრძლივებული სავალდებულო სამხედრო სამსახური დაიწყო, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, წვევამდელები 11-თვიან სამხედრო სამსახურს გაივლიან, რადგან დანია აჩქარებს თავდაცვის გაძლიერებას არქტიკის რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებისა და უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე.

ამასთან, დანია მიმდინარე თვის ბოლოს პირველად გეგმავს წვევამდელების გაგზავნას გრენლანდიაში. 100-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურისგან შემდგარი ქვედანაყოფი ერთი თვის განმავლობაში პროფესიონალ სამხედროებს ჩაანაცვლებს და მათ ოპერატიულ ამოცანებს შეასრულებს.

Reuters-ი წერს, რომ ამ გადაწყვეტილებას დამატებით პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს, რადგან აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არაერთხელ გამოვიდა დანიის ნახევრად ავტონომიური ტერიტორიის - გრენლანდიის - შეერთების ინიციატივით, რაც ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებით ახსნა. აღნიშნული მოთხოვნა გრენლანდიისა და დანიის მთავრობებმა კატეგორიულად უარყვეს.

დანიამ 2024 წელს განაცხადა, რომ პირველად გაავრცელებდა სავალდებულო სამხედრო სამსახურს ქალებზეც და სამხედრო სამსახურის სტანდარტულ ვადას ოთხი თვიდან 11 თვემდე გაზრდიდა. ამასთან, 2033 წლისთვის წვევამდელთა წლიური რაოდენობა 5 000-დან 7 500-მდე უნდა გაიზარდოს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!