პეტერ მადიარის განცხადებით, შესაძლოა, ატომური ელექტროსადგური „პაკში“ სრულად აღარ გაითიშოს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პეტერ მადიარის განცხადებით, შესაძლოა, ატომური ელექტროსადგური „პაკში“ სრულად აღარ გაითიშოს.

პეტერ მადიარის ცნობით, დუნაიში წყლის დონემ ოდნავ მოიმატა და შესაძლოა, „პაკშის“ ატომური ელექტროსადგურის სრულად გათიშვა საჭირო აღარ გახდეს.

მადიარის თქმით, „პაკშის“ ატომურ ელექტროსადგურს სამშაბათს დაათვალიერებს.

„ჩვენ „პაკშის“ ატომური ელექტროსადგურის სრულად გათიშვასთან ძალიან ახლოს ვიყავით, თუმცა შემდეგ წყლის დონემ ვარდნა შეწყვიტა და დილით მისი დონე 1.5 სანტიმეტრით აიწია. უკანასკნელი ტურბინა კვლავ უსაფრთხოდ მუშაობს“, - აღნიშნა მადიარმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!