Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა

3 აგვისტოს, ბათუმში, Elite-ის გორგილაძის ფილიალმა მორიგ ღონისძიებას უმასპინძლა, სადაც ბრენდმა Samsung-ის დასაკეცი სმარტფონების ახალი თაობა – Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8 – ოფიციალურად წარადგინა. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პირველები გაცნობოდნენ Samsung-ის უახლეს ინოვაციებს, დაეთვალიერებინათ ახალი მოდელები და დეტალურად გაეცნოთ მათი შესაძლებლობები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ Samsung-ის მომხმარებლები, მედიის წარმომადგენლები, ინფლუენსერები, ბიზნესპარტნიორები და Samsung Georgia-ს წარმომადგენლები. სტუმრებმა კვალიფიციური ტრენერებისგან მიიღეს ინდივიდუალური კონსულტაცია პროდუქტის სპეციფიკაციებთან დაკავშირებით და ახლოდან გამოსცადეს ფლაგმანები. ახალი მოდელები კიდევ უფრო მსუბუქი, თხელი და გამძლეა, ხოლო ხელოვნური ინტელექტის ფუნქციები ყოველდღიურ გამოყენებას უფრო კომფორტულსა და პროდუქტიულს ხდის.

Galaxy Z Fold8 – სრულიად ახალი ფორმის, გამორჩეული დასაკეცი სმარტფონი, რომლის კონტენტზე ორიენტირებული ეკრანი, 4X3-ზე თანაფარდობა შექმნილია ვიდეოების ყურების საუკეთესო გამოცდილებისთვის. დიდი ეკრანი, გაუმჯობესებული მულტითასქინგი, ძლიერი კამერა და Galaxy AI-ის ინტეგრირებული ფუნქციები, კონტენტის შექმნასა და ყოველდღიურ გამოყენებას კიდევ უფრო მარტივს და საინტერესოს ხდის.

Galaxy Z Fold8 Ultra – Samsung-ის ყველაზე პრემიუმ დასაკეცი ფლაგმანი, რომელიც აერთიანებს ულტრათხელ დიზაინს, დიდ ეკრანს, პროფესიონალური დონის კამერას, გასაოცარ წარმადობასა და Galaxy AI-ის ყველაზე თანამედროვე შესაძლებლობებს. ინოვაციური Flex Titanium ტექნოლოგიის დახმარებით, ეკრანი წარმოუდგენლად თხელი და გამძლეა, მასზე არსებული ნაკეცი კი პრაქტიკულად შეუმჩნეველი. მოწყობილობა შექმნილია მათთვის, ვისაც მაქსიმალური პროდუქტიულობა, მულტითასქინგი და პრემიუმ გამოცდილება სურს.

Galaxy Z Flip8 – კომპაქტური და ელეგანტური დასაკეცი სმარტფონი, რომელიც გამოირჩევა განახლებული გარე ეკრანით, გაუმჯობესებული კამერითა და AI შესაძლებლობებით. მომხმარებლებს შეუძლიათ მათთვის სასურველი უმარავი ფუნქციის გამოყენება ტელეფონის გახსნის გარეშე.

ამ და სხვა არაერთი მახასიათებელის წარდგენა მოხდა პრეზენტაციაზე, რითიც კიდევ ერთხელ დამტკიცდა Samsung Galaxy Z სერიების განვითარება და ბაზრის ლიდერობა. ადგილზე მოსულმა სტუმრებმა პრეზენტაციის მსვლელობისას ინდივიდუალური კონსულტაცია მიიღეს კვალიფიციური სპეციალისტებისგან, მოგვიანებით კი თავადვე გამოსცადეს სამივე ფლაგმანის შესაძლებლობები.

ღონისძიებას Samsung Georgia-ს წარმომომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ Samsung-ის ერთგული მომხმარებლები, მედიის წარმომადგენლები, ინფლუენსერები, ცნობილი სახეები და ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც ღონისძიების ბოლოს ბრენდირებული საჩუქრებიც მიიღეს.

3 აგვისტოდან Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანები Galaxy Z Fold8 Ultra | Z Fold 8 | Z Flip 8 უკვე ხელმისაწვდომია Elite-ის ფილიალებსა და ონლაინ მაღაზიაში. ის მომხმარებლები, ვინც ერთ-ერთი პირველები შეიძენენ აღნიშნულ ფლაგმანებს, განსაკუთრებულ საჩუქრებს მიიღებენ:

სამივე მოდელს საჩუქრად მოყვება Google AI Pro- 6-თვიანი უფასო აქტივაცია, რომელიც აერთიანებს AI ფუნქციებსა და 5TB could მეხსიერებას.

ასევე, Galaxy Z Fold8 Ultra და Z Fold8-ს შეძენის შემთხვევაში საჩუქრად მიიღებენ Galaxy Buds 4 pro-ს, ხოლო Galaxy Z Flip8-ის შეძენისას Galaxy Buds 4-ს. ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია, ყურსასმენის ნაცვლად აირჩიოს უახლესი Galaxy Watch9 ან Watch Ultra2 50%-მდე ფასდაკლებით.

შეიძინეთ სამსუნგი მხოლოდ ოფიციალურ წარმომადგენელთან. Elite - Samsung-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე