ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრები სეუტაში მიგრანტების კრიზისთან დაკავშირებით საგანგებო შეხვედრას გამართავენ

ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრები სეუტაში მიგრანტების კრიზისთან დაკავშირებით საგანგებო შეხვედრას გამართავენ, - ინფორმაციას Politico ავრცელებს.

გასულ კვირას, მაროკოდან ესპანეთის ანკლავ სეუტაში ათასობით მიგრანტის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრები დღეს ონლაინ რეჟიმში შეხვედრას გამართავენ.

გამოცემის ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრები ესპანეთს სოლიდარობას გამოუცხადებენ და იმსჯელებენ იმის შესახებ, თუ როგორ აიცილონ მომავალში მსგავსი კრიზისის ხელახლა წარმოქმნა.

ასევე, გამოცემის წყაროს თქმით, ესპანეთი იმ ქვეყნებს გააკრიტიკებს, რომელთაც სეუტაზე შექმნილი კრიზისი ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესზე პირადი თავდასხმისთვის გამოიყენეს.

გამოცემა წერს, რომ შეხვედრაზე ესპანეთს შინაგან საქმეთა მინისტრი ფერნანდო გრანდე-მარლასკა წარადგენს და მთავრობის სახელით, ერთიანი ევროპული სამოქმედო პასუხის წინადადებას წამოაყენებს.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!