ჰეზბოლას ლიდერი - ისრაელსა და ლიბანს შორის მოლაპარაკებებს სირცხვილისა და დამცირების გარდა არაფერი მოაქვს

ისრაელსა და ლიბანს შორის დღეს დაგეგმილი ახალი მოლაპარაკებების წინ, ჰეზბოლა აცხადებს, რომ მათ "სირცხვილისა და დამცირების გარდა არაფერი მოაქვთ", - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

ჰეზბოლას ლიდერის, ნაიმ ყასემის განცხადებით, პირდაპირი მოლაპარაკებები ლიბანსა და ისრაელს შორის ლიბანისთვის "არაფერს მოიტანს, გარდა სირცხვილისა, დამცირებებისა და მუდმივი დათმობებისა".

მისივე მტკიცებით, ლიბანის პრეზიდენტი ჯოზეფ აუნი „მოქმედებს არა როგორც არბიტრი ან გამაერთიანებელი ფიგურა, არამედ ის გახდა მიკერძოებული და დაპირისპირების გამომწვევი, რაც შეუსაბამოა მის როლთან და ლიბანის სიძლიერესთან“.

ცნობისთვის, ისრაელსა და ლიბანს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების ახალი რაუნდი დღეს, რომში გაიმართება.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!