ნინო წილოსანი - საკუთარი ქვეყნის ოკუპაციის დროს დუმხარ, რუსულ კაპიტალს ტაშს უკრავ და 2022 წლიდან უცებ ”მთავარი რუსოფობი“ ხდები - აი, ეს არის რადიკალური ჯგუფების სახე! 2022 წლიდან მათ უცებ „გაიღვიძეს“ და “რუსოფობებად” მოგვევლინნენ

საკუთარ ქვეყანაში ომისა და ოკუპაციის დროს დუმხარ, რუსულ კაპიტალს ტაშს უკრავ და 2022 წლიდან უცებ ”მთავარი რუსოფობი“ ხდები - აი, ეს არის რადიკალური ჯგუფების და ოპოზიციის სახე! - 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ წლობით ვხედავდით ტურიზმისა და რუსული კაპიტალის წახალისებას, რასაც პროტესტის ნაცვლად, ტაშით ხვდებოდნენ დღევანდელი რადიკალები, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი წერს.

წილოსანი ამავე კონტექსტში აღნიშნავს, რომ “2022 წლიდან მათ უცებ „გაიღვიძეს“ და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, თავგამოდებულ “რუსოფობებად” მოგვევლინნენ“.

“დღეს პრემიერმა სრულიად ლეგიტიმური კითხვა დასვა: “ რატომ არ ჰქონდათ მათ დავალებული რუსოფობობა მაშინ, როდესაც ამის ყველაზე მძაფრი მიზეზი არსებობდა, ანუ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ და რატომ დაევალათ რუსოფობობა ახლა, როდესაც რუსული აგრესიის მსხვერპლი არა მათი ფორმალური სამშობლო, არამედ სხვა, თუნდაც მეგობარი ქვეყანა გახდა?”

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ წლობით ვხედავდით ტურიზმისა და რუსული კაპიტალის წახალისებას, რასაც პროტესტის ნაცვლად, ტაშით ხვდებოდნენ დღევანდელი რადიკალები.

2022 წლიდან მათ უცებ „გაიღვიძეს“ და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ თავგამოდებულ “რუსოფობებად” მოგვევლინნენ.

ყველა ფაქტი ერთ სამწუხარო რეალობაზე მიგვითითებს - საკუთარი ქვეყნის ტრაგედია მათთვის არაფერს ნიშნავს - მათი „პატრიოტიზმიც“ , “სოლიდარობაც” და ემოციებიც მხოლოდ გარე პატრონების ბრძანებით ირთვება.

საკუთარი ხალხის ტკივილზე დუმილი და უცხოურ ინსტრუქციებზე ყვირილი არც პატრიოტიზმია, არც გულწრფელი სოლიდარობა - ეს უბრალოდ სხვების ინტერესების უპირობო მსახურებაა“, - აცხადებს ნინო წილოსანი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!