ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკომისიამ დაასრულა ყველა აუცილებელი სამართლებრივი პროცედურა Scaleup Europe Fund-ის დასაფუძნებლად - ფონდი ინვესტიციების განხორციელებას იწყებს

დღეს ევროკომისიამ დაასრულა ყველა აუცილებელი სამართლებრივი პროცედურა Scaleup Europe Fund-ის დასაფუძნებლად, - ინფორმაციას ევროკომისია ავრცელებს.

კომისიის ინფორმაციით, ფონდი მასშტაბირების ეტაპზე მყოფი ევროპული სტარტაპების განვითარებას შეუწყობს ხელს, რათა ისინი უფრო სწრაფად გაიზარდონ და გლობალურ ბაზარზე კონკურენციის გაწევა შეძლონ.

ფონდის მიზნობრივი მოცულობა 5 მილიარდ ევროს შეადგენს.

„როდესაც ევროპა საკუთარ ინოვატორებში ინვესტირებას ახორციელებს, ის ინვესტიციას საკუთარ მომავალში დებს. სწორედ ამას ემსახურება ჩვენი Scaleup Europe Fund-ი. დღეიდან ფონდი უზრუნველყოფს, რომ ევროპულ სტარტაპებს სწორედ ევროპაში ჰქონდეთ წვდომა იმ რესურსებზე, რომლებიც მათ მსოფლიო დონის კომპანიებად ჩამოყალიბებაში დაეხმარება. ჩვენი მიზანია, ევროპული ინოვაცია კონკურენტულ უპირატესობად ვაქციოთ“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ფონდს უკვე შეუძლია სრული დატვირთვით ფუნქციონირება, ევროპის წამყვან, მასშტაბირების ეტაპზე მყოფ სტარტაპ კომპანიებში პირდაპირი ინვესტიციების განხორციელებით.

ფონდის პირველი ინვესტიციების განხორციელება უახლოეს კვირებშია მოსალოდნელი. ფონდი მხარდაჭერას გაუწევს მასშტაბირების ეტაპზე მყოფ კომპანიებს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ტექნოლოგიების სფეროებში, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის, კვანტური ტექნოლოგიების, ბიოტექნოლოგიებისა და სუფთა ტექნოლოგიების სფეროებში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!