კახა კალაძე - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აჩვენა, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება, ხოლო ახლა აჩვენებს, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია

„ნაციონალური მოძრაობა“ არ არის საინტერესო, ეს არის წარსულის პარტია“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ 5 აგვისტოს დაგეგმილი პარტიული ყრილობის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, 9 წლის განმავლობაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აჩვენა, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება, ხოლო ახლა აჩვენებს, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია.

„ნაციონალური მოძრაობა“ არ არის საინტერესო, ეს არის წარსულის პარტია, ეს არის ის დაჯგუფება, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში ქვეყანას მართავდა და მათ ყველას დაანახეს, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი. დღეს კი, ოპოზიციაში ყველას აჩვენებენ იმის მაგალითს, თუ როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია.

ეს არის დანაშაულებრივი დაჯგუფება. დღეს აგვისტოს ომზე ვსაუბრობთ და კიდევ გავიმეორებ - თავიანთი პოლიტიკით, გადადგმული ნაბიჯებით, რაც იკადრეს და გააკეთეს, ეს არის ქვეყნის წინააღმდეგ მოღალატეობრივი ქმედება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს, კახა კალაძემ აღნიშნა: „მიხეილ სააკაშვილს სერიოზული პრობლემები აქვს, სჭირდება სპეციალური დარგის სპეციალისტები, ვფიქრობ, სამკურნალოა“.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში