ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე - უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი ევროპული უსაფრთხოებისთვის უდიდეს გამოწვევად რჩება

ჩემს აზერბაიჯანელ კოლეგასთან არაერთი გლობალური მოვლენა განვიხილე, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი, - ამის შესახებ ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ფედერალურმა მრჩეველმა და შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა იგნაციო კასისმა ბაქოში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი ევროპული უსაფრთხოებისთვის კვლავ უდიდეს გამოწვევად რჩება.

„ეუთო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ საკითხს. როგორც ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, განსაკუთრებით შეშფოთებული ვარ ამ საკითხით. აქ ნამდვილი დიალოგია საჭირო. მხარეებმა და სხვებმა უნდა იპოვონ გზა, რომ გაერთიანდნენ და მოლაპარაკებებში ჩაერთონ. სწორედ ეს არის ეუთოს მიზანი“, - აღნიშნა ეუთოს თავმჯდომარემ.

ამასთან, მისი თქმით, შვეიცარია მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესში მიღწეულ პროგრესს და მიიჩნევს, რომ მტკიცე და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება უკვე მიღწევად მიზნად იქცა.

„შვეიცარია მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის დამყარების მიმართულებით მიღწეულ პროგრესს. სამშვიდობო შეთანხმების პარაფირებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, მდგრადი მშვიდობა უკვე მიღწევადია. როგორც შვეიცარია, ვამაყობთ, რომ ამ გზაზე გადადგმულ ნაბიჯებში, თუნდაც მოკრძალებული წვლილის შეტანა შევძელით. ჩემს აზერბაიჯანელ კოლეგას მოვუწოდებ, გააგრძელოს ძალისხმევა, რაც სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას შესაძლებელს გახდის. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ორივე ქვეყნის ხალხებისა და მთლიანად რეგიონის შერიგებისა და სტაბილურობის გზაზე“, - აღნიშნა იგნაციო კასისმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!