სახალხო დამცველი N8 პენიტენციურ დაწესებულებას სტუმრობდა, სადაც მათ შორის პაატა მანჯგალაძე მოინახულა

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი N8 პენიტენციურ დაწესებულებას სტუმრობდა, სადაც მათ შორის პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პაატა მანჯგალაძე მოინახულა.

როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ლევან იოსელიანი მონიტორინგის ფარგლებში N8 პენიტენციური დაწესებულებაში დღეს, 4 აგვისტოს იმყოფებოდა.

„ვიზიტის დროს სახალხო დამცველი შეხვდა დაწესებულების ადმინისტრაციას, მიიღო დეტალური ინფორმაცია პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ ფსიქო-სოციალური, საგანმანათლებლო და სარეაბილიტაციო პროგრამების შესახებ; გაეცნო პატიმართა კვებისა და საცხოვრებელ პირობებს, ასევე პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმართა რაოდენობის კუთხით არსებულ მდგომარეობას.

ლევან იოსელიანი დაწესებულებაში განთავსებულ პატიმრებსაც შეხვდა და გაესაუბრა, მათ შორის, მოინახულა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პატიმარი პაატა მანჯგალაძე და პირადად მისგან მიიღო ინფორმაცია განთავსების პირობებისა და უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ომბუდსმენის აპარატის ცნობით, სახალხო დამცველი განაგრძობს პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგს, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის მდგომარეობის ზედამხედველობის მიზნით.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში