კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრო - აშშ-სა და ირანს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები დაგეგმილი არ არის

აშშ-სა და ირანს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები დაგეგმილი არ არის, - ამის შესახებ კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მაჯედ ალ-ანსარიმ განაცხადა.

„შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ დიპლომატიური ძალისხმევა გრძელდება. ჩვენ დიპლომატიურ გადაწყვეტას ვეძებთ“, - განაცხადა კატარის საგარეო უწყების პრესსპიკერმა.

მისი თქმით, შუამავლების მეშვეობით მიმდინარე დიპლომატიურ პროცესში მთავარი აქცენტი ვითარების დეესკალაციისა და ჰორმუზის სრუტის გახსნის საკითხებზე კეთდება.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანს შეთანხმების გასაფორმებლად ბოლო შანსი აქვს.

„ეს მათთვის ბოლო შანსია, რომ ხელი კარგ დოკუმენტს მოაწერონ. მოლაპარაკებები სწრაფად წარიმართება, ასე თუ ისე“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!