გიორგი სიორიძე - 2026 წლის პირველ ექვს თვეში კატასტროფულად არის გაზრდილი დანაშაულის სტატისტიკა, განსაკუთრებით ეს ეხება ნარკოდანაშაულს, სადაც 95%-იანი ზრდაა და სამოხელეო დანაშაულს, სადაც ზრდა 67%-ს შეადგენს

ქვეყანა იხრჩობა ნარკოპანდემიაში, სამოხელეო დანაშაული კი პირდაპირი ინდიკატორია იმისა, რომ საქართველოში არის გამეფებული სისტემური კორუფცია, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა.

სიორიძე გაზრდილი დანაშაულის შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა.

„2026 წლის პირველ ექვს თვეში კატასტროფულად არის გაზრდილი დანაშაულის სტატისტიკა, განსაკუთრებით ეხება ეს ნარკოდანაშაულს, სადაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 95%-იანი ზრდაა და სამოხელეო დანაშაულს, სადაც ზრდა 67%-ს შეადგენს. „ძლიერი საქართველო-ლელო“ დიდი ხანია საუბრობს იმაზე, რომ ქვეყანა იხრჩობა ნარკოპანდემიაში, სამოხელეო დანაშაული კი პირდაპირი ინდიკატორია იმისა, რომ საქართველოში არის გამეფებული სისტემური კორუფცია. სამოხელეო დანაშაული ძირითადად მოიცავს კორუფციულ დანაშაულებს. იმის ნაცვლად, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ეფექტური პოლიტიკა გაატაროს დანაშაულის წინააღმდეგ, დასდევს თავისუფალ მოქალაქეებს, მშვიდობიან დემონსტრანტებს,დევნის პოლიტიკოსებს, ამის პარალელურად კი ქვეყანაში ნადგურდება ჩვენი გენოფონდი, მძვინვარებს ნარკოპანდემია, ქვეყანა იხრჩობა კორუფციაში“, - განაცხადა სიორიძემ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!