პოლონეთის თავდაცვის მინისტრი - პოლონურმა გამანადგურებლებმა გზა კიდევ ერთ რუსულ სადაზვერვო თვითმფრინავს გადაუჭრეს

პოლონურმა გამანადგურებლებმა გზა კიდევ ერთ რუსულ სადაზვერვო თვითმფრინავს გადაუჭრეს, - ინფორმაციას პოლონეთის თავდაცვის მინისტრი ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში ავრცელებს.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, ეს ბოლო ორი დღის განმავლობაში მეორე შემთხვევაა.

პოლონურმა ავიაგამანადგურებლებმა რუსულ სადაზვერვო თვითმფრინავ „ილ-20“-ს გზა ქალაქ კოშალინიდან 56 კილომეტრში გადაუჭრეს.

„რუსეთი ნატო-ს წევრის საზღვრებთან კიდევ ერთხელ ახორციელებს პროვოკაციულ ქმედებებს, რითაც ალიანსის თავდაცვის სისტემების სიფხიზლესა და მზადყოფნას ცდის“, - აცხადებს პოლონეთის თავდაცვის მინისტრი.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!