Reuters - სირია მზად არის უარი თქვას რუსულ ნავთობზე

სირია მზად არის უარი თქვას რუსულ ნავთობზე. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, აშშ-თან ტერორიზმის სპონსორ ქვეყანათა სიიდან ამოღების თაობაზე მოლაპარაკებების ფარგლებში სირიამ ვაშინგტონთან მზაობა გამოთქვა მკვეთრად შეამციროს რუსული ნავთობის იმპორტი.

ამავდროულად, სამივე წყარომ აღნიშნა, რომ ვაშინგტონს პირდაპირ არ დაუსახელებია რუსული ნავთობის იმპორტის შემცირება სირიის სასანქციო სტატუსის გაუქმებისთვის ერთ-ერთ პირობად.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მსგავსი ნაბიჯი სირიის ენერგეტიკული პოლიტიკის მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება, რომელიც დასავლეთთან დაახლოების მიუხედავად დამოკიდებულია რუსული ნავთობის მიწოდებებზე. მსგავსი გადაწყვეტილება ასევე შეამცირებდა მოსკოვის ეკონომიკურ გავლენას ქვეყანაში.

სირიელი ანალიტიკოსის, ნავარ საბანის თქმით, რუსული ნავთობის სწრაფად ჩანაცვლება საწვავის დეფიციტის რისკისა და იმპორტის გაძვირების გარეშე შეუძლებელია.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, სირიისთვის შედეგები დამოკიდებული იქნება იმაზე, შესთავაზებს თუ არა აშშ დამასკოს ალტერნატიულ მიმწოდებლებს.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!