ვოლოდიმირ ზელენსკი - შეხვედრების ყველა ფორმატისთვის ვართ მზად, იმედი გვაქვს, რომ უიტკოფი და კუშნერი აქტიურები იქნებიან

შეხვედრების ყველა ფორმატისთვის ვართ მზად, იმედი გვაქვს, რომ უიტკოფი და კუშნერი აქტიურები იქნებიან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ყოველ დღე გვაქვს კონტაქტები პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლებთან, ეს მნიშვნელოვანია. ვაშინგტონში შეხვედრაზე იმაზე ვსაუბრობდით თუ როგორ შევქმნათ ახალი პირობები რეალური დიპლომატიისთვის. ამ ყველაფრის რეალიზებას ვეცდებით.

ბუდანოვი, უმეროვი, არახამია, კისლიცა ანგარიშებს მაბარებდნენ - ყოველი მათგანი სამომლაპარაკებლო პროცესის თავის ელემენტებზე - იმის თაობაზე თუ რა ეტაპზე იმყოფება მოლაპარაკებები და მოსკოვში როგორ უყურებენ მოლაპარაკებებს.

შეხვედრების ყველა ფორმატისთვის ვიქნებით მზად, იმედი გვაქვს, რომ ახლა, აგვისტოში, უიტკოფი და კუშნერი აქტიურები იქნებიან“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!