ისრაელი ღაზის სექტორიდან ჯარებს იქამდე არ გაიყვანს, ვიდრე „ჰამასის“ სრულად განიარაღება არ მოხდება, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებულ მშვიდობის საბჭოს შეთანხმებას გამოეხმაურა, რომელიც ღაზაში „ჰამასის“ სრულ განიარაღებას ითვალისწინებს.
„ტრამპის ადმინისტრაციამ შეთანხმების პროექტი გამოგვიგზავნა. ჩვენ არ დავეთანხმეთ. ეს ჩვენი პროექტი არ არის. ჩვენი კომენტარები გავუგზავნეთ“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
შეთანხმების პროექტის თანახმად, „ჰამასმა“ განიარაღება, ხოლო ისრაელმა მის მიერ კონტროლირებადი ღაზას სექტორის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა უნდა დაიწყოს და ღაზაში დარტყმები უნდა შეწყვიტოს.
„ისრაელის შეიარაღებული ძალები ყველაფერს გააკეთებს, რაც აუცილებელია საკუთარი თავის, ჩვენი ტერიტორიისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.