ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა

ლიბერთი საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 60,000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს.

ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრითა და 700-მდე ბანკომატით ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში.

2026 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში ლიბერთიმ ძირითად ფინანსურ მიმართულებებში მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა:

  • მთლიანი აქტივები - 6.3 მილიარდი ლარი, ზრდა 15%.
  • მთლიანი საკრედიტო პორტფელი - 4.6 მილიარდი ლარი, ზრდა 15%.
  • მთლიანი დეპოზიტების პორტფელი - 5 მილიარდი ლარი, ზრდა 34%.

2026 წლის პირველი ნახევრის ფინანსური შედეგების მიხედვით, ლიბერთიმ 52.8 მილიონი ლარის წმინდა მოგება დააფიქსირა.

ლიბერთიმ, ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა და სოციალურ სეგმენტზე კონცენტრირებული ფინანსური ინსტიტუტიდან დივერსიფიცირებულ უნივერსალურ ბანკად ჩამოყალიბდა.დღეს სოციალური სესხების წილი მთლიანი საკრედიტო პორტფელის მხოლოდ 11%-ს შეადგენს, ხოლო ბანკის შემოსავლის წყაროები გადანაწილებულია საცალო, MSME, სალომბარდე და კორპორატიულ მიმართულებებს შორის.

აღსანიშნავია ლიბერთის MSME მიმართულების განვითარება, რომლის პორტფელიც ბოლო ხუთ წელიწადში ოთხჯერ გაიზარდა, დღეს მისი მოცულობა 1,85 მლრდ ლარს შეადგენს და ბანკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ ბიზნესს წარმოადგენს.

სეგმენტი თანაბრად მოიცავს მიკრო, მცირე და საშუალო მიმართულებების დაკრედიტებას ქვეყნის მასშტაბით. სამივე ქვესეგმენტი გამოირჩევა მდგრადი ზრდით და მნიშვნელოვნად აძლიერებს ბანკის პოზიციებს ბაზარზე.

ლიბერთი, ტრადიციული საცალო და ბიზნეს საბანკო მომსახურების პარალელურად, აქტიურად აგრძელებს ციფრული ტრანსფორმაციის პროცესს და დისტანციური მომსახურების არხების განვითარებას. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ციფრული მომხმარებელთა რაოდენობა 12.6%-ით, 1 მილიონამდე გაიზარდა, რაც თანამედროვე საბანკო სერვისებზე მზარდ მოთხოვნასა და მომხმარებელთა ქცევის ეტაპობრივ ცვლილებაზე მიუთითებს.

2026 წლის პირველი ნახევრის მაჩვენებლები სრულად ასახავს ლიბერთის მყარ პოზიციას საქართველოს საფინანსო ბაზარზე, ბიზნესის ძირითადი მიმართულებების ზრდასა და მომხმარებელთა სხვადასხვა სეგმენტზე მორგებული მომსახურების თანმიმდევრულ განვითარებას.

2026 წლის აპრილში ბაზისბანკმა ლიბერთის აქციების 95.99% შეიძინა. ბაზისბანკი კორპორატიულ, მცირე და საშუალო ბიზნესის და საცალო მომხმარებლებისთვის საბანკო, სალიზინგო და სადაზღვევო მომსახურების შეთავაზებით ქმნის ეკოსისტემას, რომელიც მომხმარებლის წარმატებასა და გრძელვადიან ნდობაზეა ფოკუსირებული. 2026 წლის პირველი ნახევრის ფინანსური მონაცემებით ბაზისბანკის აქტივები 6.2 მილიარდი ლარია, მთლიანი საკრედიტო პორტფელი 3.7 მილიარდი ლარი, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 4 მილიარდი ლარი. 2026 წლის 6 თვის წმინდა მოგების ზრდამ 44%, 74 მილიონი ლარი შეადგინა.

(R)

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე