Hisense-მა ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე™ წარმოგიდგინა გზავნილი „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“.
ცინდაო, ჩინეთი, 5 აგვისტო, 2026 – Hisense, სამომხმარებლო ელექტრონიკისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ერთ-ერთი წამყვანი გლობალური ბრენდმა, FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე™ მოედნის გარშემო განთავსებული LED-ეკრანების მეშვეობით, მთელ მსოფლიოში, ფეხბურთის გულშემატკივრებს საკუთარი ხედვა გაუზიარა – „Innovating a Brighter Life“ („ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“).
ტურნირის განმავლობაში, ეს გზავნილები სტადიონებზე მილიონობით მაყურებელმა, ხოლო ტელეეკრანებთან მილიარდობით ადამიანმა იხილა. ისინი წარმოაჩენს Hisense-ის ერთგულებას ისეთი ტექნოლოგიების შექმნისადმი, რომლებიც ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას აუმჯობესებს. ყველაზე გამორჩეულ გზავნილებს შორისაა „Innovating a Brighter Life“ და „The Origin of RGB MiniLED TV”, რომლებიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კომპანიის ხედვასა და ლიდერობას ახალი თაობის ეკრანის ტექნოლოგიების მიმართულებით.
მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური საფეხბურთო ტურნირის ფარგლებში Hisense განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდა თავის ფლაგმანურ UXS RGB MiniLED ტელევიზორზე, რომელიც ინოვაციურ RGB MiniLED ტექნოლოგიას იყენებს. ეს ტექნოლოგია უზრუნველყოფს ფერების განსაკუთრებულ სიზუსტეს, მაღალ სიკაშკაშესა და გამორჩეულ კონტრასტს. შედეგად, მაყურებელი თამაშის თითოეულ მომენტს გაცილებით რეალისტურად და შთამბეჭდავად აღიქვამს, იქნება ეს სპორტი, ფილმები თუ ვიდეოთამაშები.
ტელევიზორებთან ერთად, Hisense-მა ასევე წარადგინა საკუთარი ჭკვიანი სახლის ეკოსისტემა. გზავნილი „Hisense Laser TV, Global No.1“ უსვამს ხაზს მრავალგზის დაჯილდოებულ L9Q Laser ტელევიზორს, რომლის ულტრადიდ ეკრანს სტადიონის ატმოსფერო მაყურებლის სახლში გადმოაქვს.
გზავნილი „Hisense Fridge, Smart Cooling, Fresh Living“ წარმოაჩენს PureFlat Smart Series მაცივარს, რომელიც ინოვაციური გაგრილების ტექნოლოგიებით პროდუქტების სიახლეს უფრო ხანგრძლივად ინარჩუნებს და თანამედროვე ოჯახების ყოველდღიურ საჭიროებებს პასუხობს.
ამასთან, გზავნილი „Hisense Aircon, Better Air, Hisense Care“ წარმოადგენს Air Master კონდიციონერს, რომელიც ინტელექტუალური კლიმატკონტროლისა და ჰაერის მართვის მოწინავე ტექნოლოგიების დახმარებით ქმნის უფრო კომფორტულ და ჯანსაღ შიდა გარემოს.
ეს ფლაგმანური ინოვაციები ნათლად აჩვენებს, თუ როგორ აერთიანებს Hisense ტექნოლოგიურ პროგრესსა და ადამიანების ყოველდღიურ გამოცდილებას – ეკრანის ტექნოლოგიების, გართობისა და ჭკვიანი სახლის გადაწყვეტილებების მეშვეობით.
FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე™ მოედნისპირა LED-ეკრანებზე წარმოდგენილი კამპანიის მეშვეობით Hisense-მა მსოფლიოს კიდევ ერთხელ გაუზიარა საკუთარი ხედვა – „Innovating a Brighter Life“, და აჩვენა, თუ როგორ შეუძლია ინოვაციას გააუმჯობესოს ადამიანების ყოველდღიური გამოცდილება.
Hisense-ის შესახებ
Hisense, რომელიც 1969 წელს დაარსდა, საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და სამომხმარებლო ელექტრონიკის სფეროში მსოფლიოში აღიარებული ლიდერია. კომპანია ოპერირებს 160-ზე მეტ ქვეყანაში და მომხმარებლებს სთავაზობს მაღალი ხარისხის მულტიმედიურ პროდუქტებს, საყოფაცხოვრებო ტექნიკასა და ინტელექტუალურ IT-გადაწყვეტილებებს.
კვლევითი კომპანია Omdia-ს მონაცემებით, Hisense 2023 წლიდან 2026 წლის პირველ კვარტლამდე მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს 100-დიუმიანი და უფრო დიდი ტელევიზორების სეგმენტში.
როგორც RGB MiniLED ტექნოლოგიის შემქმნელი, Hisense აგრძელებს ახალი თაობის RGB MiniLED ინოვაციების განვითარებას და ამ მიმართულებით ლიდერის პოზიციის განმტკიცებას.
FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის™ ოფიციალური სპონსორის სტატუსით, Hisense აგრძელებს გლობალური სპორტული პარტნიორობების განვითარებისა, რათა მსოფლიოს მასშტაბით კიდევ უფრო გააძლიეროს კავშირი მომხმარებლებთან.
(R)