შიიტი მუსლიმები ალ-არბანის დღეს აღნიშნავენ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, შიიტი მუსლიმები ალ-არბანის დღეს აღნიშნავენ, რასთან დაკავშირებითაც სამგლოვიარო ცერემონიებს ატარებენ, იხსენებენ იმამ ჰუსეინს და მის თანამოაზრეებს, კითხულობენ მათი სულების მოსახსენიებელ ლოცვებს.

„დღეს შიიტი მუსლიმები აღნიშნავენ იმამ ჰუსეინ იბნ ალის (მეოთხე ხალიფა ალის შვილი, წინასწარმეტყველ მუჰამადის შვილიშვილი) და მისი თანამოაზრეების, 680 წელს (ჰიჯრის 61 წელი) ტრაგიკული გარდაცვალების დღიდან მეორმოცე დღეს (ალ-არბაინს).

„ალ-არბაინთან“ დაკავშირებით შიიტი მუსლიმები ატარებენ სამგლოვიარო ცერემონიებს, იხსენებენ იმამ ჰუსეინს და მის თანამოაზრეებს, კითხულობენ მათი სულების მოსახსენიებელ ლოცვებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!