Reuters - ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი რუსეთში განლაგდა

ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი რუსეთში განლაგდა, - ინფორმაციას Reuters-ი უკრაინის მთავარ სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი ჩერნიაკმა გამოცემას განუცხადა, რომ შესაძლოა, ჩრდილოეთ კორეის ქვედანაყოფი უკრაინაზე იერიშებისთვის 120 ბალისტიკური რაკეტითა და ექვსი რაკეტების გამშვები დანადგარით იყოს აღჭურვილი.

ანდრეი ჩერნიაკის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ქვედანაყოფი დაახლოებით 90 სამხედრო მოსამსახურისგან შედგება და რუსეთი მათ განლაგებას ვორონეჟის ოლქში გეგმავს.

მისი თქმით, პერსონალისა და რაკეტების ნაწილი რუსეთში უკვე გაიგზავნა, თუმცა მათი საბოლოო რაოდენობის შესახებ მოლაპარაკებები მოსკოვსა და ფხენიანს შორის მომავალ თვეში გაიმართება.

ცნობისთვის, გასულ კვირას, 2025 წლის აგვისტოს შემდეგ პირველად, რუსეთმა უკრაინაზე იერიშის დროს ჩრდილოეთ კორეული რაკეტა გამოიყენა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!