ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანში „ჰეზბოლას“  მიწისქვეშა გვირაბი და იარაღის საწყობები გაანადგურა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) სამხრეთ ლიბანში, სრობინის მუნიციპალიტეტში „ჰეზბოლას“ ათობით მეტრის სიგრძის მიწისქვეშა გვირაბი გაანადგურა, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ოპერაცია 91-ე დივიზიის, მე-300 „ბარამის“ ბრიგადისა და საბრძოლო-საინჟინრო ელიტური დანაყოფის „იაჰალომის“ სამხედროებმა ჩაატარეს. სამხედრო ძალების ცნობით, ამ მიწისქვეშა მარშრუტს „ჰეზბოლა“ ისრაელის ძალების წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმების მოსამზადებლად და განსახორციელებლად იყენებდა.

ამასთან, სამხრეთ ლიბანის უსაფრთხოების ზონაში მიმდინარე ოპერაციების ფარგლებში, „ქფირის“ ბრიგადის ჯარებმა გაანადგურეს საბრძოლო საშუალებების საწყობი, რომელშიც „ჰეზბოლას“ რაკეტები და გამშვები მოწყობილობები იყო.

IDF-ში აცხადებენ, რომ 91-ე დივიზიის ძალები განაგრძობენ ოპერაციებს სამხრეთ ლიბანში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ