ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის თავდასხმის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა და 44 დაშავდა - მნიშვნელოვანია, ჩვენმა პარტნიორებმა გაიგონ, რომ ანტიბალისტიკური სისტემების მიწოდების შეფერხება საშინელ მსხვერპლს იწვევს

რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა და 44 დაშავდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, რუსულმა ძალებმა კიევსა და კიევის ოლქზე იერიშისას 24 ბალისტიკური რაკეტა, 4 ცირკონ/ონიქსის ტიპის რაკეტა და 115 დრონი გამოიყენეს.

„თავდასხმის მთავარი სამიზნე სამოქალაქო საწარმოების საწყობები იყო. ასევე დარტყმები განხორციელდა ინფრასტრუქტურის ობიექტებსა და რკინიგზის სადგურზე. ამ ობიექტებს ომთან საერთო არაფერი ჰქონდათ“, - წერს ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, ბალისტიკური რაკეტების გადამჭრელ შეიარაღებას დღეს დაღუპული ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა შეეძლო.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენმა პარტნიორებმა გაიგონ, რომ ანტიბალისტიკური სისტემების მიწოდების შეფერხება ან მიწოდების სურვილის არქონა, მსგავს საშინელ მსხვერპლსა და ნგრევას იწვევს. პარტნიორებს, რომლებიც ჯერ არ არიან მზად რაკეტების მოწოდებაში აქტიური როლის შესრულებისთვის, დახმარება ახალი სანქციებით შეუძლიათ. რუსეთის ბალისტიკური რაკეტების წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი სანქციების ქვეშ ჯერ კიდევ არ არის. ახალი ნაბიჯებია საჭირო „დიდი შვიდეულის“, ევროკავშირის და ყველას მხრიდან, ვინც ადამიანების სიცოცხლის დაცვას მხარს უჭერს“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!