საქსტატმა ბიზნეს რეგისტრის მობილური აპლიკაცია შექმნა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატმა) ბიზნეს რეგისტრის ახალი მობილური აპლიკაცია შექმნა, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც Android, ისე iOS ოპერაციული სისტემების მომხმარებლებისთვის.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ახალი აპლიკაცია ბიზნეს რეგისტრის მონაცემებზე წვდომას კიდევ უფრო მარტივსა და კომფორტულს ხდის.

„მომხმარებლებს მობილური ტელეფონის საშუალებით ნებისმიერ დროს შეუძლიათ მოიძიონ ინფორმაცია რეგისტრირებული ეკონომიკური სუბიექტების შესახებ, მათ შორის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმის მონაცემები, საიდენტიფიკაციო ნომერი, საქმიანობის სახეობა (NACE), სამართლებრივი ფორმა, რეგისტრაციის თარიღი, სტატუსი, მისამართი და სხვა ხელმისაწვდომი ინფორმაცია.

აპლიკაცია აღჭურვილია მარტივი და მომხმარებელზე ორიენტირებული ინტერფეისით, რაც ინფორმაციის სწრაფ და ეფექტიან მოძიებას უზრუნველყოფს.

ბიზნეს რეგისტრის მობილური აპლიკაციის შექმნა საქსტატის ციფრული ტრანსფორმაციის პროცესის ნაწილია და მიზნად ისახავს ოფიციალური მონაცემების ხელმისაწვდომობის გაზრდას, თანამედროვე ელექტრონული სერვისების განვითარებასა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას.

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის თქმით: „ციფრული სერვისების განვითარება საქსტატის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ბიზნეს რეგისტრის მობილური აპლიკაცია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, საჭირო ინფორმაცია სწრაფად და მარტივად მიიღონ ნებისმიერი ადგილიდან. ჩვენი მიზანია, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ოფიციალური მონაცემები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის.“

ბიზნეს რეგისტრის მობილური აპლიკაციის ჩამოტვირთვა შესაძლებელია App Store-სა და Google Play-ში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება